ბათუმში ნარკოტიკების გამო უკრაინის მოქალაქე დააკავეს

CC BY-SA 2.0 / houstondwiPhotos mp / Handcuffs and a Carდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის მოქალაქეს აღმოაჩნდა 360 აბი და 79 ნატეხი ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ბუპრენორფინს შეიცავს.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ ბათუმში უკრაინის 34 წლის მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა და შენახვა, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 360 აბი და 79 ნატეხი ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ამ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა", რაც რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0