Facebook-ის ახალი პროექტი: დევაისი ვიდეოკავშირისთვის და „ჭკვიანი“ დინამიკები

გამოწერა
როგორც სააგენტო წერს, დიდი ეკრანი და „ჭკვიანი“ კამერის ტექნოლოგია ერთმანეთისგან შორს მყოფ ადამიანებს საშუალებას მისცემს, თავი ერთ ოთახში, გვერდიგვერდ იგრძნონ.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ ვიდეოკავშირისთვის ახალი მოწყობილობის შექმნაზე მუშაობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „ბლუმბერგზე“ დაყრდნობით.

ლაიქი ფეისბუქში - Sputnik საქართველო
შვეიცარიაში "ფეისბუქის" ლაიქისთვის ისტორიაში პირველი განაჩენი გამოიტანეს

თავად „ბლუმბერგს“ აღნიშნული ინფორმაცია ვითარებაში გარკვეულმა წყარომ მიაწოდა, რომელთა მონაცემებით, ახალ მოწყობილობას ნოუთბუქის ზომის სენსორული ეკრანი ექნება და სახლის პირობებში გამოიყენება. დევაისი პროდუქციის ახალ კატეგორიაში გადის და კომპანია მის შესახებ 2018 წლის გაზაფხულზე გამართულ F8 კონფერენციაზე გააკეთებს განცხადებას. 

როგორც სააგენტო წერს, დიდი ეკრანი და „ჭკვიანი“ კამერის ტექნოლოგია ერთმანეთისგან შორს მყოფ ადამიანებს საშუალებას მისცემს, თავი ერთ ოთახში, გვერდიგვერდ იგრძნონ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მოწყობილობის მხოლოდ პროტოტიპი არსებობს, თუმცა უკვე მიმდინარეობს მათი ტესტირება.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ კომპანია ასევე მუშაობს „ჭკვიანი“ დინამიკის შექმნაზეც, რომელიც კონკურენციას გაუწევს ბაზარზე არსებულ ანალოგიურ პროდუქციას: Google Home-ს ხმოვანი მართვის სისტემით აღჭურვილ უსადენო დინამიკებსა და Amazon Echo-ს „ჭკვიან“ დინამიკებს.

ამასთან, როგორც სააგენტოს წყარო აცხადებს, კომპანია ამ პროექტისთვის Siri-ს მსგავსი კითხვა-პასუხის სისტემის დამუშავებისთვის პერსონალს Apple-ს გამოცდილ  თანამშრომლებს შორის აგროვებს.

ასევე „ბლუმბერგის“ წყაროსგან ხდება ცნობილი, რომ Facebook-ი ვიდეოკავშირის ახალ მოწყობილობას Android-ის ოპერაციული სისტემით უზრუნველყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0