ამინდი უქმეებზე საქართველოში: ჰაერის ტემპერატურა +42 გრადუსამდე აიწევს

გამოწერა
უქმეებზე შესაძლებელია მცირე ნალექი, სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჰაერის ტემპერატურამ +42 გრადუსს შეიძლება მიაღწიოს.

შაბათი, 5 აგვისტო

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან რაიონში მოსალოდნელია ნალექი, შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 20-25 გრადუსი სითბო, დღისით — 30-35 გრადუსი, ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა +40 გრადუსამდე აიწევს. მაღალ მთაში ღამით იქნება 13-18 გრადუსი სითბო, დღისით — 30-35.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 19-24 გრადუსი სითბო, დღისით — 33-38 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით იქნება 11-16 გრადუსი სითბო, დღისით — 22-27.

თბილისში დროგამოშვებით მოსალოდნელია მომატებული ღრუბლიანობა, თუმცა, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 23 გრადუსი სითბო, დღისით — 37. 

კვირა, 6 აგვისტო

ღამით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 21-26 გრადუსი სითბო, დღისით — 31-36 გრადუსი, ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა +42 გრადუსამდე შეიძლება აიწიოს. მაღალ მთაში ღამით იქნება 14-19 გრადუსი სითბო, დღისით — 31-36.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 19-24 გრადუსი სითბო, დღისით — 34-39 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით იქნება 12-17 გრადუსი სითბო, დღისით — 22-27.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 24 გრადუსი სითბო, დღისით — 38.


ყველა ახალი ამბავი
0