IDFI-მ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკა შეაფასა

© photo: courtesy of Saba Buadzeსაბა ბუაძე
საბა ბუაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივ საკითხებში საზოგადოების ჩართულობის ხარისხი საკმაოდ დაბალია, განუცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI -ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა საბა ბუაძემ ტელეკომპანია „იმედს“.
IDFI-მ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკა შეაფასა

„მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობის თვალსაზრისით გაუმჯობესებულია კანონმდებლობა და პრაქტიკის თვალსაზრისითაც გვაქვს ძალიან  კარგი მაგალითები ამ მუნიციპალიტეტებში, მაინც არსებობს გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია პოლიტიკურ ნებასთან, ადამიანური რესურსების კვალიფიკაციასთან და  ზოგადად დაბალ ცნობიერებასთან მონაწილეობის ფორმების შესახებ“,  —აღნიშნა საბა ბუაძემ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას.

მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკის შეფასება ბათუმის, ქუთაისისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა.  დოკუმენტში წარმოდგენილია ამ ქალაქების მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო ჩართულობის არსებული პრაქტიკის შეფასება, მოცემულია იმის ანალიზი, თუ როგორ ურთიერთობენ მოქალაქეები მუნიციპალურ ხელისუფლებასთან და აისახება თუ არა (და როგორ) მათი პოზიციები ადგილობრივი ხელისუფლების მოკლევადიან და გრძელვადიან პრიორიტეტებსა და ბიუჯეტში. შეფასება ასევე ეხება მოქალაქეთა ჩართულობის საკანონმდებლო ბაზას და ელექტრონული დემოკრატიის ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩართულობისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიან.

ყველა ახალი ამბავი
0