ივლისში ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა

გამოწერა
საქართველოში 2017 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 33%ით მეტი ტურისტი შემოვიდა, განუცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს.
ივლისში ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოხდა ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაცია, ქვეყნების მიხედვით მათი ინტერესი საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით სხვადასხვაა, რაც ნიშნავს, რომ დატვირთულია როგორც აჭარა და შავი ზღვის სანაპირო, ასევე მთიანი რეგიონები და კახეთი“, — აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

შსს-ს ცნობით, 2017 წლის ივლისის თვეში საქართველოში 982 487 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 28,5%-ით მეტია. ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ რუსეთიდან (+60,4%), სომხეთიდან (+25,4%), აზერბაიჯანიდან (+13,8%), თურქეთიდან (0,6%), უკრაინიდან (+16,3%) და ირანიდან (+85,8%) განხორციელდა.

ყველა ახალი ამბავი
0