გორში კონტრაბანდული Hennessy XO და Jack Daniel's ამოიღეს

გამოწერა
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 19,4 ათასი დოლარის ღირებულების უაქციზო ალკოჰოლური სასმელი გაყიდეს.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვა–რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, რომლის ღირებულება 46 460 ლარს შეადგენს", — იუწყება პრეს-სამსახური.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0