ირკუტსკში ქართული საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

გამოწერა
ცენტრი "Georgia Bureau" ირკუტსკის მცხოვრებლებს საქართველოს აღმოჩენაში დაეხმარება.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ირკუტსკში ქართული საინფორმაციო ცენტრი "Georgia Bureau" გაიხსნა, რომელიც სპეციალურად იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, რომლებსაც აინტერესებთ საქართველო იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ირკსიბი".

ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ "Georgia Bureau"-ის მიზანია — რუსეთსა და საქართველოს თანამშრომლობისა და მეგობრობის ხიდის განმტკიცება და ის ირკუტსკის მაცხოვრებლებს საქართველოს აღმოჩენაში დაეხმარება.

"ყველა წამოჭრილ კითხვასთან დაკავშირებით — პირადი მოგზაურობა, ულამაზეს მთებში ნამდვილი ქართული ქორწილი, ციმბირისა და საქართველოს მხატვრების შეხვედრა და გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი საწარმოს ან ქართული პროდუქციის დისტრიბუციის გახსნა — ადამიანებს შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ ყველა საჭირო ინფორმაციას მივაწოდებთ. აგრეთვე ჩაფიქრებული გეგმების რეალიზაციაში დავეხმარებით", — ციტირებს "ირკსიბი" პროექტის ხელმძღვანელის ლუბოვ ბროდაჩის სიტყვებს.

უახლოეს მომავალში იგეგმება ვებ-გვერდის შექმნა, სადაც განთავსდება საქართველოსთან დაკავშირებული უამრავი საინტერესო ინფორმაცია.

ყველა ახალი ამბავი
0