ცესკოს მიმართვა ამომრჩევლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმმართველობის არჩევნებამდე ამომრჩევლები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის გავლას შეღავათიან ფასად შეძლებენ.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ქვეყნის მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს ოპოზიცია არჩევნებისთვის გაერთიანებას აპირებს

ცესკოს მიმართვის ადრესატები არიან ის ამომრჩევლები, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან არიან მოხსნილი, ასევე ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები.

"იმისათვის, რომ მათ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, 14 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ან მხოლოდ მიუთითონ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი", — ნათქვამია ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რეგისტრაციისას საქართველოს მოქალაქეები შეღავათებით ისარგებლებენ.

2017 წლის ოქტომბრის ბოლოს საქართველოს მოქალაქეები საკრებულოების დეპუტატებს, ქალაქებისა და რაიონების მერებს აირჩევენ. წინასაარჩევნო კამპანია აგვისტოს ბოლოს, კენჭისყრამდე 60 დღით ადრე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0