კვირიკაშვილი: მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მკაფიო მხარდაჭერას გვიცხადებს
„კიდევ ერთხელ მინდა, ქართველი ხალხისა და რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანის სახელით მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ვიცე-პრეზიდენტს და ამერიკის ადმინისტრაციას ასეთი ხმამაღალი მხარდაჭერისთვის“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც პირველი, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის — აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასეთ მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და საგარეო პრიორიტეტულ მისწრაფებებს.