„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 აგვისტოს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მისის დასახლების, სოფელი ზურგოვანის და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის და თოფურიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყვარლის, ტოლენჯის, რატილის, წალენჯიხის, ამირეჯიბის, გეზათის, ტვიშის, მესხეთის, მთისძირის, უშაკოვის, ქვის სახლის, ახალუბნის, ფშავის, კვალეთის, გედევანიშვილის, ახალუბნის და ნაქერალას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის და ცოტნე დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, დიდი ლილოს დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ხვედელიანის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლოჭინის დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქობავას, ტერენტი გრანელის, კოტე ხიმშიაშვილის, გოცირიძის, ქვლივიძის, წინამძღვრიშვილის, ცაბაძის (ნაწილობრივ), მამრაძის, ზაზიშვილის, გროზნოს, ქინქლაძის, ხათუნა დონდუას, 9 ძმის და ჩიტაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ) და წინამძღვრიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, ღვინის ჩიხის, ტყავის ჩიხის, კოტე აფხაზის, გრიგოლ ხანძთელის, საიათნოვას, იერუსალიმის, აბოვიანის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, ათონელის, მტკვრის, ორბელიანის და ტელეგრაფის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის ჩიხის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, რომან ჭელიძის, დავით სარაჯიშვილის, ხიზაბავრის, ევგენი ხარაძის, ქერჩის, შეშელიძის, ხიზამბარელის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის და თაბუკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0