Sputnik-საქართველოს გადამღები ჯგუფი ნახევარფაბრიკატების საწარმოს ესტუმრა და მუშაობის პროცესს გაეცნო. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მუშაობს საწარმო.
ხინკალი, ქაბაბი, კატლეტი, პელმენი, ბლინები, ასევე შებოლილი თევზი — ნახევარფაბრიკატებისა და პროდუქტების ეს ასორტიმენტი იწარმოება საქართველოში სხვადასხვა საწარმოებში. 2016 წლიდან გაყინული ნახევარფაბრიკატების დამზადება დაიწყო კომპანია "რერამაც".
"დასაწყისში ჩვენი სადისტრიუბციო კომპანია გაყინულ ხორც-პროდუქტებს ყიდდა, შემდეგ გაჩნდა ნახევარფაბრიკატების წარმოების იდეა. პროგრამის "აწარმოე საქართველოში" დახმარებით ჩვენ ავიღეთ სესხი, გავხსენით საწარმო და დავიწყეთ გაყინული ნახევარფაბრიკატებისა და შებოლილი თევზის წარმოება. ვფიქრობ, რომ ეს 21-ე საუკუნეში პერსპექტიული ბიზნესია, რადგან ხალხს უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება ყოველდღიურად კერძების მოსამზადებლად", — Sputnik-საქართველოსთან საუბარში განაცხადა კომპანიის G&A Group დირექტორმა და "რერას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლაშა ტალახაძემ.
კომპანია "რერამ" ნახევარფაბრიკატების საწარმო სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" დახმარებით შეძლო. მათ ბანკისგან 1,6 მილიონი აშშ დოლარი ისესხეს დაბალ პროცენტად.