ხობში შუახნის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილი ჩამომხრჩვალი მეუღლემ დილით იპოვა სახლის მიმდებარედ.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. სუიციდის ფაქტი მოხდა ხობში. როგორც ადგილიდან Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი ჯემალ ღამბაშიძე იტყობინება, შუახნის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვლილი ჩამომხრჩვალი მეუღლემ დილით იპოვა სახლის მიმდებარედ.

აღნიშნული ფაქტი სააგენტოს შსს-მ უკვე დაუდასტურა. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0