საქართველო თურქეთში ჩასული უცხოელების რაოდენობით ერთ-ერთი ლიდერია

© photo: Sputnik / Vladimir Polusatovკურორტი ანტალიაში
კურორტი ანტალიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთს, ძირითადად, სტუმრობენ რუსეთის, გერმანიისა და საქართველოს მოქალაქეები

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები რაოდენობის მხრივ იმ უცხოელების სამეულში შედიან, რომლებიც თურქეთს 2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ესტუმრნენ, აღნიშნულია თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.

თურქეთში წლის პირველ ნახევარში სულ 12,2 მილიონი უცხოელი ჩავიდა, აქედან დაახლოებით 1,7 მილიონი იყო რუსეთის მოქალაქე, 1,2 მილიონზე მეტი — გერმანიის და 1 მილიონზე მეტი — საქართველოს.

ლიდერი ქვეყნების ხუთეულშია ასევე ირანი (1 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი) და ბულგარეთი (799 ათასზე მეტი).

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები თურქეთს ბოლო წლებში უფრო აქტიურად სტუმრობენ. მაგალითად, 2015 წლის პირველ ნახევარში ამ ქვეყანას საქართველოს 825 ათასზე მეტი მოქალაქე ეწვია, 2016 წლის პირველ ნახევარში — 1 მლნ 38 ათასზე მეტი, ხოლო 2017 წლის — 1 მლნ 73 ათასი.

 

ყველა ახალი ამბავი
0