საქართველოს ეროვნული ბანკი: კორპორატიულ ობლიგაციებში ინვესტირების რისკების შესახებ

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორპორატიულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ რისკები, რომლის შესახებ ინფორმაცია ემიტენტებმა ან ბროკერმა უნდა მიაწოდონ.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კორპორატიულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველ პირებს, რომლებიც არ არის უზრუნველყოფილი სახელმწოფო გარანტიებით, რეკომენდაციები მისცა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
საფინანსო კომპანია "საქართველოს" ხელმძღვანელებს პატიმრობა შეეფარდათ

"შეგახსენებთ, რომ კორპორატიული ობლიგაციები არ არის უზრუნველყოფილი არც სახელმწიფოს და არც ეროვნული ბანკის გარანტიით. ინვესტირებული თანხის ძირისა და პროცენტის გადახდა დამოკიდებულია კომპანიის გადახდისუნარიანობაზე. გარდა ამისა, ფინანსურმა ინსტრუმენტმა შესაძლოა ნაწილობრივ, ან სრულად დაკარგოს საბაზრო ღირებულება. ამიტომ, ასეთ ინსტრუმენტებში ფულის დაბანდება, ინვესტორის პირად რისკთან არის დაკავშირებული და შესაბამის სიფრთხილესა და ანალიზს საჭიროებს", — ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ კომენტარებში.

კორპორატიულ ობლიგაციაში ინვესტირების გადაწყვეტილების მიღებისას, მხოლოდ დაპირებული საპროცენტო განაკვეთის შესახებ ინფორმაციის მიღება არ არის საკმარისი. რისკები ძირითადად ჩამოთვლილი და განხილული უნდა იყოს ობლიგაციების ემისიის პროსპექტში, რომელიც წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის საფუძველზე ხორციელდება ფასიანი ქაღალდების აღნიშნული სახეობის ემისია და განთავსება.

ემიტენტები, ანუ ორგანიზაციები ან ფიზიკური პირები, რომლებიც ფასიანი ქაღალდების გამოშვებას (ემისიას) ახორციელებენ, და აგრეთვე ბროკერები ვალდებულნი არიან ობლიგაციის შესყიდვით დაინტერესებულ ყველა პირს მიაწოდონ პროსპექტის ასლი.

ყველა ახალი ამბავი
0