ყირგიზი ქალი საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთას ავტომობილის საბარგულში ცდილობდა

© Sputnik / Denis Aslanovსარფი
სარფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყირგიზეთის მოქალაქე თურქეთში გადასვლას საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით ცდილობდა.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველო-თურქეთის საზღვარზე ავტომობილის საბარგულში პოლიციის თანამშრომლებმა ყირგიზი ქალი აღმოაჩინეს, იუწყება „Sputnik-ყირგიზეთი“ თურქულ გამოცემა Hurriyet-ზე დაყრდნობით.

მედიის ინფორმაციით, 28 წლის ქალი თურქეთში გადასვლას საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით ავტომობილის საბარგულში  დამალული ცდილობდა.

ავტომობილს საქართველოს მოქალაქე მართავდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ყირგიზეთის მოქალაქემ სავიზო რეჟიმი დაარღვია. გამოცემა იუწყება, რომ დაკითხვის შემდეგ დამრღვევი პირის დეპორტირება განხორციელდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Новости Грузия-ს შსს-ში აცნობეს, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 344-ე მუხლით „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“.

 

ყველა ახალი ამბავი
0