თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ხულოს რაიონის სოფელ პაქსაძეებში 14–სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა გადარჩა, თუმცა, მიუხედავად სახანძრო ბრიგადების მუშაობისა, სახლი მთლიანად დაიწვა და 14–სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.
მეხანძრეებმა მოახერხეს გვერდით მდებარე ორი სახლის გადარჩენა.