ქართველი ჟურნალისტი ნიკა ჭავჭავაძე მამაკაცზე ქორწინდება, რის გამოც მოკვლით ემუქრებიან

© photo: Sputnik„მეგობარი“ მამაკაცები თბილისს გაჰყურებენ
„მეგობარი“ მამაკაცები თბილისს გაჰყურებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ნიკა ჭავჭავაძემ განაცხადა, მისმა რჩეულმა მამაკაცმა ხელი უკვე სთხოვა.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. "გია ჯაჯანიძის შოუს" ყოფილი ჟურნალისტი ნიკა ჭავჭავაძე "ფეისბუქზე" მეგობარ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს: "სიყვარული აქაა. ერთად ყოფნის ერთი წელი შეგვისრულდა".

ფოტოს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა სოციალურ ქსელში, ზოგი ულოცავდა წყვილს, ზოგი კი ლანძღავდა.

ბომონდურ კულუარებში ჟურნალისტის სექსუალური ორიენტაცია ყოველთვის განსჯის საგანი იყო, თუმცა ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა. აქამდე ამის შესახებ ჟურნალისტს განცხადება საჯაროდ არასოდეს გაუკეთებია.

როგორც ნიკა ჭავჭავაძემ "პრაიმ-ტაიმთან" საუბრისას აღნიშნა, მისი რჩეული პერე ლოპეს-აგრასი ანდორის პრემიერ-მინისტრია. მათ ერთმანეთი საქართველოში, ერთ-ერთ კონგრესზე გაიცნეს, სადაც პერე ლოპეს-აგრასი საქმიანი ვიზიტით იყო ჩამოსული.

"ბევრი ვიფიქრე, სანამ ფოტოს დავდებდი, მაგრამ, რადგან ურთიერთობის ერთი წელი შეგვისრულდა და უკვე ოფიციალურობისკენ მიდის საკითხი, ამიტომ დავდე ეს ფოტო. მეგონა საშინელი კომენტარები იქნებოდა, მაგრამ არც ერთის წაშლა არ მომიწია. ვინც კომენტარი არ დაწერა, პირადში რა ხდებოდა, უნდა გენახათ, ზოგი მწერდა: მშურს, რა ბიჭიაო", – ამბობს ჭავჭავაძე.

მისი თქმით, საყვარელმა მამაკაცმა ხელი მაისში სთხოვა.

"საერთოდ არ ველოდებოდი. მუხლებზე რომ დაეცა, მეგონა ცუდად გახდა და მითხრა: არ წახვიდეო… არა, უნდა წავიდე-მეთქი და გავიკეთე ბეჭედი, რომელიც ისეთი ლამაზი იყო, "კის" თქმაც დამავიწყდა… გადავწყვიტეთ, წლის ბოლოს გავაოფიციალუროთ ურთიერთობა", – განაცხადა ჭავჭავაძემ.

თუმცა ჟურნალისტმა ისიც დასძინა, რომ ამ ფაქტის გასაჯაროების გამო მოკვლით ემუქრებიან. ახლა ის ბათუმშია და როცა თბილისში დაბრუნდება, აპირებს შესაბამის ორგანოებს მიმართოს.

ყველა ახალი ამბავი
0