ნარმანია: "ხრუშჩოვკების" შეცვლა თბილისში ეტაპობრივად უნდა მოხდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმიშენება საცხოვრებელ სახლზე თბილისში
მიშენება საცხოვრებელ სახლზე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ მერობის კანდიდატის ინიციატივა ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმას ემთხვევა.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მხარი დაუჭირა "ხრუშჩოვკების" თანამედროვე შენობებით ეტაპობრივად ჩანაცვლებას.

გამარჯვების შემთხვევაში "ხრუშჩოვკების" საკითხის ეტაპობრივად გადაწყვეტის პირობა მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დადო, რომელიც ამ თანამდებობაზე მმართველი პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატია. კალაძე უახლოეს მომავალში გეგმავს წარმოადგინოს თავისი პროგრამული ხედვა, რომელშიც "ხრუშჩოვკების" საკითხი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.

"ხრუშჩოკების" ჩანაცვლება ეტაპობრივად მიმდინარეობდა, თუმცა ერთიანი კომპლექსური მიდგომა და ხედვა, რომელიც არის "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის მხრიდან წარმოდგენილი, ძალიან მნიშვნელოვანია. გენერალური გეგმის მიხედვითაც უბან-უბან უნდა მოხდეს ჩანაცვლება ერთიანი განაშენიანების რეგულირების მიხედვით, ასე რომ, ინიციატივა კარგია, დროული და, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო", – აღნიშნა ნარმანიამ.

ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
როგორი იქნება თბილისის განვითარების გეგმა

1960-იან წლებში აშენებული საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციის ვადა 50 წელს შეადგენს. გარდა ამისა, "ხრუშჩოვკების" ნაკლს მინიმალური საცხოვრებელი ფართობი და დაბალი ჭერი წარმოადგენს.

ამჟამად თბილისში 700-მდე შენობა დგას, რომელთა ექსპლუატაციის ვადა უკვე ამოიწურა.

რაც შეეხება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას, დოკუმენტის პროექტზე ორი წლის განმავლობაში 200–ზე მეტი სპეციალისტი მუშაობდა. პროექტის საჯარო განხილვა ივლისის დასაწყისში დაიწყო. დოკუმენტი სექტემბერში უნდა მიიღონ.

ყველა ახალი ამბავი
0