ლიტვაში დრონის მეშვეობით კონტრაბანდული სიგარეტის გადატანას ცდილობდნენ

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიუპილოტო საფრენი აპარატი
უპილოტო საფრენი აპარატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესაზღვრეებმა ლიტვა–რუსეთის საზღვრიდან 200 მეტრში ჩამოვარდნილი დრონი აღმოაჩინეს. მას გამობმული ჰქონდა პაკეტი, რომელშიც 250 კოლოფი სიგარეტი იყო.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. მესაზღვრეებმა ლიტვის პაგეგიაის რაიონში, კალინიგრადის ოლქის საზღვარზე აღმოაჩინეს დრონი კონდრაბანდული სიგარეტების ტვირთით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

გავრცელებული ინფორმაციით 29 ივლისს სოფელ ლაზდენაისთან მესაზღვრეებმა ჩამოვარდნილი დრონი აღმოაჩინეს. მას გამობმული ჰქონდა პაკეტი შავ პოლიეთილენის ფირში, რომელშიც 250 კოლოფი სიგარეტი იყო. ლიტვის სახელმწიფო დაცვის სამსახურში ვარაუდობენ, რომ სიგარეტი კალინიგრადის ოლქში შეიძინეს.

დრონი ლიტვა–რუსეთის საზღვრიდან 200 მეტრში აღმოაჩინეს.

მესაზღვრეები საქმის ვითარებას სწავლობენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0