ლიანა ჯოჯუამ შერეულ ორთაბრძოლაში რუსი სპორტსმენი დაამარცხა — ვიდეოკადრები

© Фото: OFSლიანა ჯოჯუა საქართველოს სახელმწიფო დროშით
ლიანა ჯოჯუა საქართველოს სახელმწიფო დროშით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიანა ჯოჯუამ კარინა ვასილენკო პირველივე რაუნდში დაამარცხა ხელზე მტკივნეული ილეთით. ბრძოლა სულ 4 წუთსა და 16 წამს გაგრძელდა.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. მოსკოვში ჩატარდა შერეული ორთაბრძოლების საერთაშორისო ტურნირი (ММА) Fight Nights Global 71, რომელშიც ქართველი სპორტსმენი ლიანა ჯოჯუაც მონაწილეობდა.

Fight Nights-ის ეგიდით ჩატარებულ ტურნირში მონაწილეობდნენ სპორტსმენები რუსეთიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან და საბერძნეთიდან. ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ბრძოლა ქალთა დაპირისპირება გახდა.

ლიანა ჯოჯუამ კარინა ვასილენკო პირველივე რაუნდში დაამარცხა ხელზე მტკივნეული ილეთით. ბრძოლა სულ 4 წუთსა და 16 წამს გაგრძელდა. პირველ ნახევარში გოგონები დგომში თანაბრად იბრძოდნენ, სანამ ლიანამ დაპირისპირება პარტერში არ გადაიყვანა და შეუპოვარ ბრძოლაში კარიერაში რიგით მეხუთე გამარჯვება არ მოიპოვა.

"კარინას მიერ ჩატარებული ბრძოლებიდან გამომდინარე, ის ძალიან ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი მარტივად დასრულდა — მე უფრო მეტს ველოდი. თვენახევრიანი გაძლიერებული ვარჯიში, სამი კვირის განმავლობაში სირბილი და დიეტა წონაში რომ დამეკლო, მაგრამ, როგორც იტყვიან, "სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების". მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მორალურმა მომზადებამაც — კარინას ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მან არც ისე კარგად მომიხსენია, გადავწყვიტე, რომ გამარჯვება — ეს უკვე პრინციპის საქმე იყო", — უთხრა "Sputnik-საქართველოს" ჯოჯუამ.

ლიანა მოსკოვში ცხოვრობს და კლუბ "ფაიტერში" ვარჯიშობს. გოგონა რაგბისაც თამაშობს და "სპარტაკის" სახელით ასპარეზობს. იმედი აქვს, რომ მომდევნო ბრძოლას საბრძოლო სამბოში მსოფლიო ჩემპიონთან მარინა მოხნატკინასთან ჩაატარებს.

Fight Nights-ის ტურნირების წესები შერეული ორთაბრძოლების საყოველთაოდ მიღებულ წესებს ეფუძნება. სტატუსიდან გამომდინარე, ბრძოლები სამი ან ხუთი რაუნდისგან შედგება, თითოეული რაუნდი 5 წუთიანია.

ყველა ახალი ამბავი
0