„შეერთებული შტატებისთვის ბოლო ხუთი წლის მანძილზე არაერთი ბრალდებული მოქალაქე გადაგვიცია. და ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომ როდესაც ბრალდებული, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, თუ მუდმივად დაიდებს ბინას სხვა ქვეყანაში, ჩვენც მოვთხოვოთ ამ ქვეყანას ამ ადამიანის გადმოცემა“, — აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ამ ეტაპზე სააკაშვილს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. 2015 წლის დეკემბერში მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, ვინაიდან მანამდე, იმავე წლის მაისში უკრაინის მოქალაქე გახდა. გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.
ამჟამად საქართველოს ექს-პრეზიდენტი აშშ-ში იმყოფება. საქართველოში მას რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, მათ შორის, სახელმწიფო სახსრებიდან პირადი საჭიროებებისთვის 5 მლნ აშშ დოლარის გაფლანგვა. საქართველომ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ.