თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. რუსთავში ექიმებმა სამი წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, რომელიც საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა — გოგონა მიღებული ტრავმების შედეგად დაიღუპა.
მომხდარ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით („სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“), რაც ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას 5 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.