კვირიკაშვილი: ამერიკული ბიზნესისთვისაც უფრო საინტერესო ვხდებით
„მოხარული ვართ, რომ ჩვენ უფრო მეტად საინტერესო ვხდებით ამერიკული ბიზნესისთვის, ჩვენ დღეს გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს-გარემო კორუფციისა და ბიუროკრატიის ძალიან დაბალი მაჩვენებლითა და დაბალი გადასახადებით, რაც ამერიკული ბიზნესისთვის სარგებლის პოვნის საუკეთესო შესაძლებლობა გახლავთ“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დღეს სახელმწიფო კანცელარიაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და ამერიკულ SSA Marine-ს შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირების შესახებ ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.