არასამთავრობო ორგანიზაცია მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემებით დაინტერესდა

© photo: Sputnik / Ivan Rudnev / გადასვლა მედიაბანკშიკოლონია
კოლონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირის დაკავებისას ხშირია შემთხვევები, როდესაც მას არ განუმარტავენ საკუთარ უფლებებს, განაცხადა ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ჩიტიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებით დაინტერესდა

„დაკავების დროს, მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც პირს არ განუმარტავენ საკუთარ უფლებებს, ის ვერ სარგებლობს დაცვის უფლებით, სამედიცინო შემოწმებებზე არის გარკვეული პრობლემები“, — აღნიშნა გიორგი ჩიტიძემ.

ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოს" და თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით ორი კვლევა გამოქვეყნდა, რომლებიც ქართულ კანონმდებლობაში პირის დაკავების სტანდარტებს მიმოიხილავს და მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართულ ისეთ დანაშაულებს აანალიზებს, როგორიც არის ცრუ დასმენა, ცრუ ჩვენება და სხვა.

კვლევამ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული მთელი რიგი ხარვეზები გამოავლინა, რომლებიც ეხება პირის დაკავების პროცედურებს, დაკავებული პირისთვის უფლებების განმარტებას, საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას, სასამართლოს და პროკურატურის მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებების დასაბუთებას, პირის სამედიცინო შემოწმებას, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას და სხვა პრობლემურ საკითხებს.

ყველა ახალი ამბავი
0