ვახტანგ კიკაბიძე: ბაქოში აუცილებლად ვთევზაობ

© photo: Sputnik / Yekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშივახტანგ კიკაბიძე ბაქოშია
ვახტანგ კიკაბიძე ბაქოშია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი შემსრულებელი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე ბაქოს მშობლიურ ქალაქად მიიჩნევს და იქ დარჩენაზე უარს არ იტყოდა.

ცნობილი ქართველი მომღერალი, მსახიობი და რეჟისორი ვახტანგ კიკაბიძე ბაქოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის "Жара-2017" ფარგლებში წარდგა. „Sputnik-აზერბაიჯანის“ კორესპონდენტმა ვარსკვლავს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

- ბატონო ვახტანგ, მოხარულები ვართ კიდევ ერთხელ გიხილოთ ჩვენს ქალაქში!

— მადლობა, მეც ძალიან მიხარია. ბაქო ჩემთვის მშობლიურია, ამიტომ აქ არ შემეძლო არ ჩამოვსულიყავი. ყოველთვის ვამბობდი და  ახლაც ვიტყვი, რომ სიამოვნებით ორ ქალაქში ვიცხოვრებდი — თბილისსა და ბაქოში. ამ ორ ქალაქში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბაქოში ბევრი მეგობარი მყავს, როდესაც აქ ჩამოვდივარ, მათ აუცილებლად ვნახულობ. თუ ცუდ ხასიათზე ვარ ან თავს შეუძლოდ ვგრძნობ, სასტუმროდან გამოსვლას მაიძულებენ. განსაკუთრებით მიყვარს, როდესაც „დუშბარაზე“ მეპატიჟებიან. აქ პირველად 50 წლის წინ ვიყავი. ამ წლების განმავლობაში ბაქო ძალიან შეიცვალა, უფრო დამშვენდა. ბოლოჯერ ჰეიდარ ალიევის ცენტრში კონცერტი ჩავატარე.

- ახლახან დაბადების დღე გქონდათ…

კი, მეგობრებთან ერთად ბათუმში აღვნიშნეთ. ჩემ თავს დაბადების დღეზე მხოლოდ ჯანმრთელობას ვუსურვებ. თუ ჯანმრთელობა არის, დანარჩენს მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს.

- რას აკეთებთ, როდესაც ბაქოში ჩამოდიხართ?

— თუ ზაფხულში ჩამოვდივარ, აუცილებლად ვთევზაობ. ეს ჩემი დაავადებაა.

- თქვენთვის კარგად არის ნაცნობი ჩვენი მუსიკა, ჯაზმენ ვაგიფ მუსტაფაზადესთან გიმუშავიათ. არ გსურთ რომელიმე ჩვენ შემსრულებელთან ერთობლივი პროექტი განახორციელოთ?

— კარგი იქნებოდა, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ვაგიფთან ექვსი წელი ვიმუშავე. მისი სიმაღლისა და ხშირი ულვაშის გამო მას სულ „შაჰ-აბასს“ ვეძახდი. ერთად დავდიოდით გასტროლებზე და იმდენჯერ თეთრი შურით შურდა ჩემი სიგამხდრის.

- რაზე მუშაობთ ამჟამად?

— სხვადასხვა ქალაქში კონცერტებით გამოვდივარ. ჩემი ახალი ფილმების სცენარებზე ვმუშაობ. გეგმებზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება.

2017 წელს საერთაშორისო ფესტივალი „ჟარა“ ბაქოში მეორედ ჩატარდა. ბაქოში მაყურებლის წინაშე სხვადასხვა ქვეყნის პოპულარული საესტრადო მომღერლები წარდგნენ.

პროექტ „ჟარას“ ორგანიზატორებია მომღერალი და კომპოზიტორი ემინ აგალაროვი  (EMIN), მომღერალი გრიგორი ლეპსი და „რუსული რადიოს“ და პრემია „ოქროს გრამოფონის“ დამაარსებელი სერგეი კოჟევნიკოვი.

ყველა ახალი ამბავი
0