სამშაბათი, 1 აგვისტო
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით მომატებული ღრუბლიანობა. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 19-24 გრადუსი სითბო, დღისით — 28-33. მაღალ მთაში იქნება 12-17 გრადუსი სითბო, დღისით — 22-27.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 20-25 გრადუსი სითბო, დღისით — 33-38. მაღალ მთაში იქნება 12-17 გრადუსი სითბო, დღისით — 23-28.
თბილისში მოსალოდნელია დროგამოშვებით მომატებული ღრუბლიანობა, მაგრამ ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით 23 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 36.
ოთხშაბათს, 2 აგვისტო
ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და დროგამოშვებით მომატებული ღრუბლიანობა. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 18-23 გრადუსი სითბო, დღისით — 33-38. მაღალ მთაში იქნება 13-18 გრადუსი სითბო, დღისით — 28-33.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 19-24 გრადუსი სითბო, დღისით — 31-36. მაღალ მთაში იქნება 10-15 გრადუსი სითბო, დღისით — 19-24.
თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, მაგრამ დროგამოშვებით მოიღრუბლება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით 24 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 35.