თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ორშაბათს, დილით ინსულტის ნიშნებით თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, განუცხადეს "Sputnik-საქართველოს" ჩარკვიანის ნათესავებმა.
მათი თქმით, ექიმებმა დაადასტურეს დიაგნოზი, თუმცა, ინსულტი მსუბუქი ფორმისაა, ამჟამად 85 წლის პოეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჩარკვიანი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ჯანსუღ ჩარკვიანი 1931 წლის 30 სექტემბერს თბილისში დაიბადა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მომავალმა პოეტმა პირველი ლექსი 1947 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი სახელწოდებით "ერთი ღამის სიჩუმეში" — 1959 წელს.
ჩარკვიანის ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოებია ლექსი "ჰიმნი თავისუფლებას", რომელიც 1989 წელს გამოქვეყნდა. მოგვიანებით ამ ლექსზე მუსიკა მისმა ვაჟმა მამუკა ჩარკვიანმა დაწერა და ეს კომპოზიცია სსრკ-ის დაშლის შემდეგ ახალი საქართველოს ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.