ინგა მამუჩიშვილი: „ხშირად თავადაც მჭირდება ხოლმე განტვირთვა“
„როცა მარკეტში შევდივარ პროდუქტების საყიდლად, ყველა მე მომდევს და იმას ყიდულობს, რასაც მე ვყიდულობ“,- განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ინგა მამუჩიშვილმა.
ინგა მამუჩიშვილი-პროფესიონალი მედიკოსი, დაამთავრა მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტი. თავის დროზე ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკის დირექტორი იყო. ამჟამად მისი სამედიცინო საქმიანობა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის კლინიკასა და „მზიური მედში“ გრძელდება.