თბილისის მომავალი: როგორ გავხადოთ ნაგავსაყრელები უსაფრთხო და მომგებიანი

© FB / Tbilservice Groupნაგვის მანქანა
ნაგვის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ავტორების წინადადებით, ინერტული მასების ნაგავსაყრელები ქალაქში დარჩება, ხოლო ყოფითი და საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელები – ქალაქგარეთ

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ნაგავსაყრელების საკითხი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტში ერთ–ერთი საკვანძო საკითხია, რომელიც ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

პროექტის ავტორებმა შეადგინეს სხვადასხვა რუკა, რომლებიც ადგენს შეზღუდვებს დედაქალაქის მშენებლობებზე და სივრცობრივ შეზღუდვებს, მწვანე ტერიტორიებს, ლანდშაფტის დაცვის სკვერებსა და ზონებს. დოკუმენტის დამტკიცებამდე პროექტს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად საჯაროდ განიხილავენ არქიტექტორთა კავშირში, მეცნიერებათა აკადემიაში და საქართველოს უნივერსიტეტებში.

ამჟამად თბილისში მხოლოდ ერთი – ლილოს ნაგავსაყრელი მოქმედებს. კიდევ ერთი ნაგავსაყრელი გლდანში – დაკეტილია.

ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
როგორი იქნება თბილისის განვითარების გეგმა

"ქალაქის ტერიტორიაზე არ არის შესაბამისი უსაფრთხო გარემო მუნიციპალური და საშიში ნარჩენებისთვის ნაგავსაყრელის განთავსებისთვის", – აღნიშნულია დოკუმენტის ტექსტში.

გენერალური გეგმის ავტორები მიიჩნევენ, რომ თბილისში არცერთი ნაგავსაყრელი უსაფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებს.

გლდანის ნაგავსაყრელის დახურვა ნორმების დარღვევით მოხდა და ის წყალსაცავთან ახლოსაა, რაც საფრთხეს ქმნის. რაც შეეხება ლილოს ნაგავსაყრელს, იქ არსებობს ნიადაგის, სასმელი წყლის, სასოფლო დანიშნულების მიწებისა და ქარის გამო – ჰაერის დაბინძურების საფრთხეები.

პროექტის ავტორები გამოდიან წიადადებით, ქალაქში დარჩეს ინერტული მასების ნაგავსაყრელი, ხოლო ნაგავსაყრელი ყოფითი და საშიში ნარჩენებისთვის ქალაქგარეთ გაიტანონ, კერძოდ, თბილისიდან ჩრდილო–დასავლეთით და სამხრეთ–აღმოსავლეთით. ამასთან, შემოთავაზებულია თბილისში გადამამუშავებელი პუნქტების აშენება, სადაც მოხდება ნარჩენების დახარისხება და განაწილება ნაგავსაყრელზე ან გადამამუშავებელ საწარმოში.

პროექტის ავტორების აზრით, ნარჩენების დახარისხება ხელს შეუწყობს მეორადი წარმოების პრაქტიკის დანერგვას და გაზრდის ბიზნესმენების ინტერესს გადამამუშავებელი საწარმოების მიმართ.

ლილოსა და გლდანის მოსახლეობამ არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია, სადაც მათი სახლებიდან ნაგავსაყრელების შორს გადატანას მოითხოვდა. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ადრე პირობა დადო, რომ თბილისში ახალ, გარემოსთვის უსაფრთხო ნაგავსაყრელს ააშენებდა.

ყველა ახალი ამბავი
0