საქართველოდან სარატოვში მიმავალი ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

© photo: Sputnik / Yuri Lashov / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტობუსის არცერთი მგზავრი არ დაღუპულა, ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომელიც ავტობუსს შეეჯახა.

თბილისი, 30 ივლისის — Sputnik. ავტობუსი, რომლის მგზავრები თბილისიდან ეკატერინბურგში ქორწილში მიემგზავრებოდნენ, სარატოვთან ავარიაში მოხვდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტელეკომპანიის მონაცემებით, ავტობუსი შეეჯახა მსუბუქ ავტომობილს და გადატრიალდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა. ავტობუსის 10 მგზავრს აღენიშნება დაჟეჟილობები. 

РИА Новости-ს ინფორმაციით, ავტობუსში 36 მგზავრი იმყოფებოდა, ავტოსაგზაო შემთხვევა 05:05 საათზე ქალაქ სარატოვის მახლობლად მოხდა. 

ქორწილში მიმავალ საქართველოს მოქალაქეებს, დანიშნულების ადგილამდე მისვლაში რუსეთში მცხოვრები ქართველები დაეხმარნენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0