თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. უცნობმა პირმა ტელეკომპანია "რუსთავი2"–ში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ განაცხადა, მაგრამ ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა.
ბომბის შესახებ ინფორმაციის გამო ტელეკომპანია "რუსთავი2"–ის შენობასთან რამდენიმე საპატრულო და სახანძრო ავტომობილი და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მივიდა, მაგრამ ვითარების გარკვევის შემდეგ ტერიტორია დატოვეს, იუწყება "რუსთავი2".
თანამშრომლების ევაკუაცია არ მომხდარა.