თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ოზურგეთის რაიონში, სოფელ შრომაში 31 წლის კაცი დაიკარგა, იუწყება ტელეკომპანია "იმედი".
აღნიშნულ ფაქტს საქართველოს შსს-შიც ადასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, მოქალაქის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 27 ივლისს შევიდა.
შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.