თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 30 ივლისს ფოთის საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს დააბრძანებენ.
აღნიშნულ ტაძარში ხატები 6 აგვისტომდე იქნება დაბრძანებული და მრევლს მათი მოლოცვის საშუალება მიეცემა.
ყოველდღიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები 31ივლისის, 1-5 აგვისტო 13:00 საათზე ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში მოეწყობა.
აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების მოსალოცად მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში 28 მაისიდან დაიწყო და იგი ერთ წელსა და ოთხი თვე გასტანს.
ეს მსვლელობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საიუბილეო თარიღს — ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისა და დაბადებიდან 80 წლისთავს უკავშირდება.
ჯემალ ღამაშიძე