თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ხორცის სპეციალისტმა გერმანიიდან პიტერ კლასენმა უჩვეულო ბიზნესის წამოწყება – ხორცისგან სასმელების შექმნა განიზრახა, იუწყება Die Welt.
მან უკვე შეიმუშავა სასმელების სამი სახეობა – საქონლისა და ქათმის ხორცისგან. სიახლე დახლებზე უკვე სექტემბერში გამოჩნდება.
"იქნება ბევრი მომხრე, მაგრამ ასევე მოწინააღმდეგეც, რომლებიც ჩათვლიან, რომ ხორცის დალევის იდეა საზიზღრობაა", – განაცხადა კლასენმა.
"ესაა დასალევი საკვები მათთვის, ვინც გზაშია და მოძრაობს", – აღნიშნა 55 წლის კლასენმა.