თბილისელებს მალე მგზავრობის საფასურის გადახდის თანამედროვე სისტემა ექნებათ

© Sputnik / Alexander Imedashviliახალი ავტობუსი თბილისის ერთ–ერთ ქუჩაზე
ახალი ავტობუსი თბილისის ერთ–ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოვლინდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მოდერნიზებისთვის გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში "საქართველოს ბანკმა" გაიმარჯვა, აღნიშნულია თბილისის მერიის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

აუქციონში მონაწილეობდა მეორე ეტაპზე გასული ორი კომპანია— "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი". აუქციონის საწყისი თანხა 10 მილიონ ლარს შეადგენდა. "საქართველოს ბანკმა" თბილისის მერიას 22,2 მილიონი ლარი შესთავაზა.

"კომპანია უზრუნველყოფს მეტროში, ავტობუსებსა და საბაგიროში ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის დანერგვას", – აღნიშნულია განცხადებაში.

მცურავი რესტორანი მტკვარზე - Sputnik საქართველო
თბილისში შესაძლოა სამდინარო ტრანსპორტი გამოჩნდეს

"საქართველოს ბანკმა" ახალი სისტემები მაქსიმუმ ერთ წელიწადში უნდა დანერგოს.

როგორც მერიაში აცხადებენ, მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სალარო აპარატებითა და ვალიდატორებით – ბარათის წამკითხველი აპარატურით აღიჭურვება. ამავდროულად, შესაძლებელი იქნება ბილეთის ნაღდი ფულით შეძენა და სამგზავრო ბარათების გამოყენებაც. შეიქმნება სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვისა და ბილეთის შეძენის ფუნქციებით.

"საქართველოს ბანკმა" გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით მიიღო.

ამჟამად დედაქალაქის მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია სპეციალური ბარათით ან ნაღდი ფულით. მეტროში კი მხოლოდ სამგზავრო ბარათის გამოყენებაა შესაძლებელი.

სამგზავრო ბარათთან ერთად ტრანსპორტში მგზავრობისთვის შესაძლებელია "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ბარათის გამოყენებაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0