შავ ზღვაზე ძლიერი შტორმია მოსალოდნელი

© photo: Sputnik / Сергей Мальгавко / გადასვლა მედიაბანკშიშტორმი შავ ზღვაზე
შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსები ამ უქმეებზე შავი ზღვის კურორტებზე წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. შტორმმა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე შეიძლება 5 ბალს მიაღწიოს, აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook–გვერდზე.

ბოლო დღეების განმავლობაში ზღვისპირა კურორტებში ამინდი გაუარესდა – დაიწია ჰაერის ტემპერატურამ და პერიოდულად წვიმს. გუშინ ზღვაზე რამდენიმე ტურისტი გადაარჩინეს, რომლებიც წყლიდან შტორმის გამო ვერ ამოდიოდნენ.

ქობულეთში, ბათუმში, ურეკსა და ანაკლიაში დღის განმავლობაში 25–28 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში კი ცხელი ამინდები გრძელდება – 35–40 გრადუსი.

 

ყველა ახალი ამბავი
0