ბელარუსი ტურისტი ქორწინებაზე უარის გამო მძევლად აიყვანეს

© photo: W-Art / FBპატარძალი
პატარძალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა მოქალაქეები, სიფრთხილე გამოიჩინონ დაქორწინების დაპირებების მიცემის დროს.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ბელარუსი ტურისტი არასასურველ ქორწინებას სასწაულმა გადაარჩინა — მძევლის გათავისუფლება პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად მოხერხდა, იუწყება ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„თუ ფიქრობთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო „აჭარბებს“ ექსტრემალურ სიტუეციებში ქცევის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ძალიან ცდებით… 23 ივლისს ერთ-ერთ ცხელ ქვეყანაში ბელარუსის დიპლომატიურმა მისიამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რესპუბლიკა ბელარუსის მოქალაქე ადგილობრივი გოგონას ნათესავებმა, რომელზეც დაქორწინებაზე მან უარი განაცხადა, მძევლად აიყვანეს“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-ის გვერდზე. 

ვიდეოკლუბი - ქირომანტია - Sputnik საქართველო
რას გვიამბობს ხელისგულის ქორწინების ხაზი - ამას ვერც კი წარმოიდგენდით

ტურისტმა მოახერხა ბელარუსის დიპლომატიური მისიისთვის ფარულად სმს-შეტყობინების გაგზავნა, რომელშიც მან თავისი ადგილსამყოფელი, შენობაში შეიარაღებული ადამიანების რაოდენობა და მათი განლაგება მიუთითა. ვაი-საქმროს გათავისუფლება ადგილობრივი პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად მოხერხდა. ტურისტი უკვე სამშობლოში დაბრუნდა.

„ასე რომ ყურადღება მიაქციეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციებს და სიფრთხილე გამოიჩინეთ დაქორწინების დაპირებებისას!“, — აფრთხილებს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ყველა ახალი ამბავი
0