თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ჰამბურგის სუპერმარკეტში დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით.
პარასკევს ჰამბურგის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ადამიანებს თავს დაესხა დანით შეიარაღებული მამაკაცი. თავდამხსმელი პოლიციამ დააკავა, დაკავებისას ის მსუბუქად დაიჭრა, მიმდინარეობს მისი ვინაობის დადგენა. თავდასხმის მოტივი და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
„ამჟამად დადგენილია, რომ ეჭვმიტანილი ერთ-ერთ მყიდველს თავს დაესხა. ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. გაქცევისას ეჭვმიტანილმა დანით კიდევ ოთხი ადამიანი დაჭრა“, — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.