საქალაქო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმის განხილვა გრძელდება
„ჩვენ ვგეგმავთ გამოვიკვლიოთ წერილობითი დოკუმენტები, ასევე აუდიო-ვიდეომასალები. მათ შორის გამოკვლეული იქნება ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ, ბრალდებულ გიორგი მამალაძის კუთვნილი იარაღი და შხამიანი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი", — აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც სხვებთან ერთად შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.