ამინდი საქართველოში: ძლიერი ქარი და ხანმოკლე წვიმები

© photo: Sputnikწვიმა მცხეთა–მთიანეთის რეგიონში
წვიმა მცხეთა–მთიანეთის რეგიონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, უქმეებზე ამინდი შედარებით გაუარესდება – მოსალოდნელია ქარი 28 მეტრი წამში სიჩქარით და ხანმოკლე წვიმები

შაბათი, 29 ივლისი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზიგიერთ რაიონშიმოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დროდადრო 20–25 მეტრამდე გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +20–25 გრადუსი, დღისით – 25–30; მაღალ მთაში ღამით 10–15, ხოლო დღისით – 20–25 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +20–25 გრადუსი, დღისით – 31–36; მაღალ მთაში ღამით 10–15, ხოლო დღისით – 18–23 გრადუსი.

თბილისში დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა, მაგრამ ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარი დედაქალაქში 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროდადრო შეიძლება 20–25 მეტრამდე გაძლიერდეს. ღამით იქნება +23, ხოლო დღისით – 38 გრადუსი.

კვირა, 30 ივლისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზიგიერთ რაიონშიმოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი დასავლეთში შეიძლება 17–22 მეტრამდე წამში გაძლიერდეს, ხოლო დროდადრო 28 მეტრამდე.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +19–45 გრადუსი, დღისით – 23–28; მაღალ მთაში ღამით 10–15, ხოლო დღისით – 19–24 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +20–25 გრადუსი, დღისით – 29–33; მაღალ მთაში ღამით 10–15, ხოლო დღისით – 18–23 გრადუსი.

თბილისში დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი დედაქალაქში 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროდადრო შეიძლება 20–25 მეტრამდე გაძლიერდეს, ხოლო ღამით – 28 მეტრამდე. ღამით იქნება +24, ხოლო დღისით – 34 გრადუსი.

 

ყველა ახალი ამბავი
0