შავი ზღვის სანაპიროზე დღეს 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

გამოწერა
მაშველები ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რამდენიმე ენაზე აფრთხილებენ.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. დღეს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, აღნიშნულ ინფორმაციაზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და შესაბამისი ზომები მიიღო — ზღვის სანაპიროზე არსებულ ყველა საგუშაგოზე წითელი ალმებია აღმართული, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

მაშველები ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რამდენიმე ენაზე აფრთხილებენ.

გარდა ამისა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით:

  • არ შევიდნენ ზღვაში მანამ, სანამ საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება;
  • დაემორჩილონ მაშველთა მითითებებს;
  • არ დატოვონ ბავშვები და მოზარდები მეთვალყურეობის გარეშე.

სააგენტოს ინფორმაციით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

საშტორმო მდგომარეობა, სავარაუდოდ, ხვალ, დღის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდება.

ყველა ახალი ამბავი
0