შოთაძე: უკრაინის პროკურატურასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ
„ჩვენ ორჯერ გვაქვს გაგზავნილი ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში, რაზეც მივიღეთ უარი. ეს მოთხოვნა გაგზავნილია. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან — უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან საკმაოდ აქტიურად, თუმცა დღესდღეობით საქართველოში მისი ექსტრადირების შემაფერხებელი გარემოება სამართლებრივად არის მათი კონსტიტუცია, რომლის თანახმად, უკრაინის მოქალაქის ექსტრადირება არ შეიძლება", — განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მთავარი პროკურორის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში გადმოცემის თემაზე მუშაობა მიმდინარეობს, ექსტრადირების მოთხოვნით მიმართვა კვლავ გაგზავნილია.