შეშელიძე: ბიუჯეტის ხარჯებით დაგებული გზების ხარისხი არავის ადარდებს
„ახალად დაგებული გზა წვიმისგან რომ მალე ფუჭდება, იმაზე მიუთითებს, რომ თავიდანვე არასწორად კეთდება, დაწყებული დაგეგმარებიდან, აღსრულებით დამთავრებული", – განაცხადა პაატა შეშელიძემ.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების 100%-იანი მაჩვენებელი. 6 თვეში სამინისტროს მიერ გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 582,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 223,7 მლნ ლარით (62,4%-ით) მეტია, ხოლო 2017 წლის წლიური გეგმის 46,3%-ია.