ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარმა ავარიამ თბილისის ნაწილი და რეგიონები უშუქოდ დატოვა

© photo: Sputnikმაღალვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი
მაღალვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" სწავლობს ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთის" ავარიული გამორთვის მიზეზებს, რომლის საშუალებითაც ხდება ელექტროენერგიის გადაცემა დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთ რეგიონებში.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" განმარტა თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილობრივი შეწყვეტის მიზეზები.

დღის განმავლობაში დენი გაითიშა თბილისის რამდენიმე რაიონში, ასევე გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში. ამის მიზეზი გახდა 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთის" ავარიული გათიშვა, რომლის საშუალებით ხდება ელექტროენერგიის გადაცემა დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთ რეგიონებში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე" დაყრდნობით.

"ხაზი რამდენჯერმე ავარიულად გაითიშა, რამაც ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა გამოიწვია. ამ ეტაპზე ყველაფერი აღდგენილია. ხაზი ჩართულია, ელექტროენერგია მოსახლეობას სრული დატვირთვით მიეწოდება", — განაცხადა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთის" ავარიული გამორთვის მიზეზებს სწავლობს.

ყველა ახალი ამბავი
0