თბილისში ბევრი ავარიული შენობა ჯერ კიდევ არ დაუნგრევიათ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები სოხუმის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ.
მუშა, რომელიც, თვითმხილველების თქმით, დაახლოებით 40 წლის ასაკის იქნებოდა, სოხუმის ქუჩაზე ავარიული სახლის კედლის ჩამონგრევას ემსხვერპლა. მის გარდა დაშავდა სამი ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები და ექსპერტები, რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს. დამნაშავეს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

ეზოში, რომელშიც ძველი შენობები დგას, ტრაგედია მოხდა

შესაძლებელია შენობის მდგომარეობის წარმოდგენა, რომელშიც ხალხი ცხოვრობდა

ჩამონგრეული კედლის ქვეშ აღმოჩნდა მუშა, რომელიც, თვითმხილველების თქმით, დაახლოებით 40 წლის ასაკის იქნებოდა

დაღუპული მუშის ოჯახის წევრები ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ

ძველი ავარიული შენობების გვერდით დგას ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი

შემთხვევის ადგილზე ტრაგედიის მიზეზების შესასწავლად მივიდნენ გამომძიებლები და ექსპერტები

შემთხვევის ადგილი პოლიციამ შემოსაზღვრა, გავლის უფლებას აძლევდნენ მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებს

მუშის გარდაცვალებისა და რამდენიმე ადამიანისთვის სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს

გამომძიებლების გარდა შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სხვადასხვა ქართული ტელეარხების წარმომადგენლები

ახალ საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ნაგებობების მდგომარეობა მკვეთრ კონტრასტს ქმნის

ადგილობრივ მაცხოვრებლებს ყოველდღე უწევთ ასეთ ავარიულ შენობებთან გავლა

უბანში, სადაც ტრაგედია მოხდა, დღეს აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები - მიდებარე ტერიტორიაზე კიდე რამდენიმე შენობა შენდება

ძველი შენობებს, როგორც ჩანს, ახლო მომავალში სწრაფი ტემპით დაანგრევენ

თუმცა ავარიული შენობები ჯერ არ დანგრეულა - ასეთ შენობებთან გავლისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო