საქართველოს მოსახლეობა მთავარ ეროვნულ პრობლემებს ასახელებს

© Sputnik / Seyran Baroyanადამიანები 26 მაისი სახელობის პარკში
ადამიანები 26 მაისი სახელობის პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემა — ეს უმუშევრობაა.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემა — ეს უმუშევრობაა, აჩვენა აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის შედეგებმა.

კითხვაზე, „რომელი ეროვნული პრობლემაა თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი“, გამოკითხულთა 52%-მა უპასუხა, რომ ეს სამუშაო ადგილების არქონაა.

  • რესპონდენტთა 31%-ს მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სიღარიბის პრობლემა;
  • 30%-ის აზრით — ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა;
  • 28%-ის – ფასების ზრდა/ინფლაცია;
  • 25%-ის — ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება;
  • 22%-ის — პენსიები.

NDI აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემების ჩამონათვალი 2009 წლიდან არ შეცვლილა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში უმუშევრობამ 2016 წელს 11,8% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 13  წლის განმავლობაში.

მამაკაცთა შორის უმუშევრობის მაჩვენებელი 14,2%-ია, ქალებს შორის — 8,8%.

„საქტატის“ მეთოდოლოგიის თანახმად, უმუშევრად მიიჩნევა 15 და მეტი წლის ადამიანი, რომელიც გამოკითხვამდე შვიდი დღით ადრე არ ასრულებდა ანაზღაურებად სამუშაოს, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ეძებდა სამსახურს და მზადაა სამსახურის დასაწყებად უახლოეს ორ კვირაში.

ყველა ახალი ამბავი
0