სააკაშვილს უკრაინაში შესვლა აეკრძალა

© AP Photo / Virginia Mayoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა აეკრძალა.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს.

სამშაბათს სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ აშშ-ში იმყოფება.

„პოროშენკომ მსოფლიო დიქტატორებს გაუსწრო: სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამორთვა და მას უკრაინაში შესვლა აუკრძალა. მაგრად არის შეშინებული! ვფიქრობ, აქ კომენტარები ზედმეტია. ცხადია, რომ უკრაინას მორიგი „იანუკოვიჩი“ ჰყავს, მხოლოდ ინგლისურენოვანი!“ — დაწერა საყვარელიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მან აღნიშნა, რომ პოროშენკოს გადაწყვეტილება უკრაინაში სააკაშვილის მიერ შექმნილ პარტიას ვერ შეაჩერებს.

„ეს ვერანაირად ვერ შეგვაჩერებს ჩვენ — მიხეილ სააკაშვილის პარტიას „რუხ ნოვიხ სილ“. პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ პეტრო პოროშენკოს დასასრულს ეს უფრო მოაახლოებს! შემდგომ ერთობლივ მოქმედებებთან დაკავშირებით შექმნილ შტაბებთან კოორდინაციაში ვიქნებით და ყველა საჭირო ზომის მიღებასთან ერთად წინსვლას განვაგრძობთ!“ — აღნიშნა საყვარელიძემ.

მასმედიის ინფორმაციით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საბაბი გახდა უკრაინის პასპორტის მისაღებად დოკუმენტების შევსების დროს ყალბი ინფორმაციის მიწოდება. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ მასთან დაკავშირებით არც უკრაინაში და არც საქართველოში გამოძიება არ მიმდინარეობს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი სარგებლობისთვის სახელმწიფო სახსრებიდან 5 მილიონი დოლარის გაფლანგვის ჩათვლით. ამჟამად სააკაშვილზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.

ყველა ახალი ამბავი
0