სააკაშვილი ჩერნოვეცკის სანაცვლოდ?

© AFP 2024 / SERGEI SUPINSKYსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღის ბოლოს მედიაში ინფორმაცია გავრცელდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. Sputnik საქართველოს ჟურნალისტი რუსუდან კაციტაძე ამ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ფაქტებს არკვევდა.

დავით საყვარელიძემ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, უკრაინის ემიგრაციის სამსახურმა მართლაც ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა და უკრაინაში შესვლაც აუკრძალა. სააკაშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი პეტრო პოროშენკომ მისი კომპანიის მიერ რუსული არმიის დაფინანსების შესახებ სკანდალის გადასაფარად გადადგა. ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც დიდი პოლიტიკური გეგმები ჰქონდა უკრაინაში.

სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს ვიზიტის დროსვე წერდა, რომ  უკრაინის პირველ პირსა და და ბიძინა ივანიშვილს შორის ორსაათიანი შეხვედრა შედგა, სადაც მხოლოდ მის შესახებ იყო საუბარი. დღეს ორი მოვლენა დაემთხვა ერთმანეთს — გავრცელდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და ლეონიდ ჩერნოვეცკიზე დაპატიმრების სანქციის გაცემის თაობაზე. სავარაუდოდ, თუკი უკრაინის პროკურატურა ცნობილ უკრაინელ ოლიგარქზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დასახლდა ქობულეთში, სანქციას გასცემს, ხოლო ინტერპოლი ძებნილთა სიაში შეიყვანს, საქართველოს გაუჭირდება დასაბუთება, რატომ არ უნდა გადასცეს ის უკრაინას. 

თუმცა საქართველოს პროკურატურამ უკვე გააკეთა განცხადება, რომ კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს მოქალაქეა და მისი გადაცემის შესახებ გენერალურ პროკურატურაში არავითარი შეტყობინება არ შესულა.

ლეონიდ ჩერნოვეცკი - Sputnik საქართველო
უკრაინა საქართველოს ჩერნოვეცკის ექსტრადირებას მოსთხოვს

„თუმცა ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში ვერ მოხდება მისი გადაცემა რადგან იგი არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა დაუშვებელია", — აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პირველი ინფორმაცია რადას დეპუტატმა, იგორ მოსიჩუკმა გაავრცელა. „დამიდასტურეს, ეს მართალია. ქართველ იანუკოვიჩს, მიშა სააკაშვილს, ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა, რაც იმას ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ საბოლოოდ აღიარა საკუთარი შეცდომები.

მან უკანონოდ მიანიჭა მოქალაქეობა მას და ახლა ცდილობს, გამოასწოროს თავისი შეცდომები.

ქართველი მოხეტიალე ცირკის მსახიობის გასტროლები აშკარად გაიწელა და რეალურად საფრთხეს უქმნის უკრაინის სამინისტროს. მშვიდობით, მიშა, მშვიდობით”, – აცხადებს დეპუტატი.

ნაციონალურ მოძრაობაში არკვევენ, შეესაბამება  თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს. ერთ-ერთი ვერსიით, სააკაშვილს ამ დროისათვის მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა აქვს და მისი ჩამორთმევის უფლება არავის აქვს, რადგან ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვების უფლება არც ერთი სახელმწიფოს ლიდერს არ აქვს. 

მიხეილ სააკაშვილი 2015 წლიდან აღარააა საქართველოს მოქალაქე. მას დღემდე უკრაინის პასპორტი ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ სააკაშვილი ასევე ფლობს ჰოლანდიის მოქალაქეობას. მან ჯერ კიდევ მაისში უთხრა რადიო „თავისუფლებას“, რომ უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამო მას პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებდა. ჯერჯერობით სიტუაცია ისე გამოიყურება, რომ სააკაშვილი, ათასობით თანამემამულის მსგავსად, შესაძლოა, არალეგალი აღმოჩნდეს აშშ-ში. სავარაუდოდ, იქ მას პოლიტიკური თავშესაფრის მიღება არ უნდა გაუჭირდეს. როგორც ჩანს, სწორედ ამ გათვლით ჩამოართვეს მას უკრაინის მოქალაქეობა აშშ-ში ყოფნის დროს. რამდენად იმუშავებს ეს გეგმა და რამდენად გაუქრება ორი ქვეყნის ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებით ბობოქარი მიშას გამო თავისტკივილი, ამას დრო გვაჩვენებს. 

 

 

 

სააგენტოს პოზიცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0