ბათუმში მაღალი მოდის კვირეული გაიხსნა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობს ზაფხულის სეზონის მოდის ჩვენება აჭარაში, რომელსაც ესწრება კატარის პრინცესა, შეიხა ბინტ ჰამად ალ ტანი.
Adjara Fashion Week-ის ფარგლებში საკუთარ კოლექციებს წარმოადგენენ ქართველი და უცხოელი დიზაინერები. მოსალოდნელია, რომ ჩვენებებს ასობით სტუმარი დაესწრება, უმეტესად უცხო ქვეყნებიდან. ღონისძიების მონაწილეებს შორის არიან: Marcus Metreveli, Tatana, ანა აბრამოვა, ტომა ლამანუკაევა, V&G, Bloku, ING-Style, ლუდმილა ნიკიშინა, ხატია თხელიძე, Mruson Berbibay, ია ღონიაძე და ZeDDaN.