თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ქობულეთში ქართველმა მაშველებმა მშობლებს საღ-სალამათი შვილი დაუბრუნეს.
შეტყობინება 5 წლის ბიჭის დაკარგვის შესახებ, რომელიც მშობლებთან ერთად ქობულეთში ისვენებდა, „112“-ში ოთხშაბათს შევიდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამაშველო ჯგუფმა დაუყოვნებლივ დაიწყო საძიებო სამუშაოები როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ისე ქობულეთის ქუჩებში.
ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ბიჭის პოვნა უმოკლეს დროში მოხერხდა. ის სანაპირო ზოლზე თამაშობდა. მაშველებმა პატარა დამსვენებელი მშობლებს უკვე დაუბრუნეს.